საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი 16 ნოემბერს, თელავში დაიწყო. კახეთის მთავარ ქალაქში ადგილობრივმა გუნდმ დინამოს უმასპინძლა და 77:55 დაამარცხა. დინამო, თელავი და კიდევ 12 გუნდი აღნიშნული ასაკის “ა” ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს გახლავთ უმაღლესი ლიგა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, პრიზიორი გუნდები კი შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს მიიღებენ.
წინა სეზონისგან განსხვავებით 14-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში 2-ის ნაცვლად 1 ჯგუფი იქნება. ეს ნიშნავს, რომ თოთხმეტივე გუნდი ერთად იქნება თავმოყრილი და ყველა ერთმანეთს ორჯერ შეხვდება. შესაბამისად, თითოეულ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 26 მატჩის გამართვა მოუწევს, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს, მის მიღმა დარჩენილები კი “ა” ლიგაში ადგილების შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
“ა” ლიგაში მონაწილეობას შემდეგი 14 გუნდი მიიღებს:
თელავი, დინამო, ოვერტაიმი, მეგა, თბილისი ბასკეტი, ვინგსი, ბრუკლინი, აია (ქუთაისი), ჰიუნადაი, ზაზას აკადემია, რუსთავი, აკადემია, ორბი და აჭარის ნაკრები.
გთავაზობთ 14-წლამდელთა ჩემპიონატის საწყისი 6 ტურის კალენდარს.
GBF.GE