სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

19:12 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის “ა” ლიგამ სტარტი აიღო

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” ლიგა დაიწყო. მოგეხსენებათ, წინა სეზონიდან ასაკობრივი ჩემპიონატები სიძლიერის მიხედვით დაყოფილი 3 ლიგისგან შედგება, სადაც უმაღლესი გახლავთ “ა” ლიგა და სწორედ მისი გამარჯვებული ხდება ქვეყნის ჩემპიონი.

‘ა” ლიგაში გუნდები რაოდენობა 16 გახლავთ და წინა სეზონიდან განსხვავება ისაა, რომ ყველა გუნდი ერთ ჯგუფშია მოქცეული. ეს ნიშნავს, რომ ყველა გუნდი ერთმანეთს ორჯერ შეხვდება. შესაბამისად, თითოეულს რეგულარულ ჩემპიონატში 26 მატჩის გამართვა მოუწევს, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს, მის მიღმა დარჩენილები კი “ა” ლიგაში ადგილების შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

“ა” ლიგაში მონაწილეობას შემდეგი 14 გუნდი მიიღებს:

ზფა (ზაზა ფაჩულიას აკადემია), ჰიუნდაი, თელავი, ვინგსი, თბილისი ბასკეტი, დინამო, მართვე, ქქუთაისი, ოვერტაიმი, აჭარის ნაკრები, ორბი, აკადემია, რუსთავი, ბრუკლინი.

16 და 17 ნოემბერს 2-2 მატჩი გაიმართა. ჰიუნდაიმ მართვეს 80:61 მოუგო, ხოლო თელავმა დინამო 73:59 დაამარცხა. დღეს გამართულ შეხვედრებში ქუთაისმა შინ ზაზას აკადემიასთან 43:80 წააგო, ხოლო ვინგსმა დაძაბულ ბრძოლაში 68:62 დაამარცხა თბილისი ბასკეტი.

16-წლამდელთა “ა” ლიგაში მორიგი მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება: რუსთავი ორბს უმასპინძლებს. გთავაზობთ საწყისი 6 ტურის კალენდარს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122102