მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას ტრავმა. როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული გამოდგა.
საფრანგეთის ნაკრებზე დაშავებული ფეხბურთელი მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავა. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს, მაგრამ სავარაუდოდ, ორ თვეზე მეტს იუქმებს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებში ტრავმა ვინისიუსმა მიიღო, რომლის ტრავმის ხარისხზე ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.