ფეხბურთი

11:00 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი - საქართველოს რუმინელი არბიტრი იმსაჯებს

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ რუმინელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს.

მთავარი არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი იქნება, რომელსაც მირჩეა გრიგორიუ და სებასტიან გეორგე დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას რადუ პეტრესკუ შეასრულებს.

ჰაცეგანს საქართველოს ნაკრების მატჩზე აქამდე ერთხელ აქვს ნამუშევარი - 2015 წლის 4 სექტემბერს, შოტლანდიასთან თბილისში, რომელიც მაშინ კახა ცხადაძის გუნდმა ვაკო ყაზაიშვილის გოლით 1:0 მოიგო. იმ შეხვედრაში ითამაშეს სოლომონ კვირკველიამ და გურამ კაშიამ (მან ყვითელი ბარათიც მიიღო).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.115512