ფეხბურთი

1:05 | 17.11.2023 | ნანახია 1152 - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით უკმაყოფილო ვართ, უფრო მეტს ვიმსახურებდით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შედეგით უკმაყოფილოები არიან და ფრე დასანანია:

"შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით. მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო", - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდა (2:2). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:23 | 17.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ეს მაინც უმოტვაციო თამაში იყო ორივე ნაკრებისთვის, მთავარია მარტში რას ვიზამთ

12:20 | 17.11.2023
georgianwelder (778)

ესპანეთთან ეხლა წნეხის გარეშე ითამაშებენ, მთავარია ლაღი და ლანაზი თამაში ითამაშონ.

12:16 | 17.11.2023
გუსანი (746)

ასეთი უსუსური თამაშით უფრო მეტს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, რასაც ქვია ფეხბურთს 2 კაცი თამაშობდა, დანარაჩნისას ფაფხური ქვია, დეტალებში შეცვლის აზრს ვერ ვხედავ , სამწუხაროდ უმეტესობას არ ესმის რატომ ტრიალებს დაწყევლილ წრეზე ქართული ფეხბურთი, ქვეყანაში მაგარი დეფიციტია თვითკრიტიკის და განათლების, ასევე პატიოსნების და პროფესიული პასუხიმგებლობის და ა.შ. მე პირადად ბოლო თამაშია რაზეც ემოციურად დავიძაფრე... ვუყურებ რა ასაკობრივ ნაკრებებს მინიმუმ 5 წელი უკეთესობა არ იქნება, იგივე სცენარი, იგივე უუნარობა ,აზროვნება და მოქმედება, უკეთესი რამ უნდა შექმნას? თუ არა საფუძვლიდან სწორმა სწავლამ და შრომამ ?!!!..

02:26 | 17.11.2023
Mr_gr (1404)

ჰამ

01:53 | 17.11.2023
guria (205)

მერე... აგერაა ესპანეთი დააგერ ხართ თქვენნ. დაახიეთ ბურთი თავზე

0.111739