ფეხბურთი

18:12 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გუნდმა სტუმრად 1:0 აჯობა ჩრდილოეთ მაკედონიას. ქართველი ფეხბურთელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და დამსახურებულად მოიგეს.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში საბა მამაცაშვილმა გაიტანა. „გაგრას“ მარცხენა მცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად და ძლიერად დაარტყა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 26 მარტს სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.

ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო 0:1 (0:0)

სკოპიე, „პეტარ მილოშესკი“

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილილ მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი; აბუაშვილი (ეგოიანი 90), გაგნიძე, ლომინაძე (ოსიყმაშვილი 72); ოდიშარია (ოგბაიძე 90), კვერნაძე, ო. მამაგეიშვილი (გ. მამაგეიშვილი (62)

გოლი: 0:1 მამაცაშვილი (54)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 11 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 0:1

0.100854