იგორ ტუდორის აგენტმა, ანტონი სერიჩმა განაცხადა, რომ ხორვატმა სპეციალისტმა უარი თქვა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მუშაობაზე.
„ნაპოლი“ ეძებდა მწვრთნელს, რომელიც 4-3-3 სქემით ითამაშებდა. რა თქმა უნდა, ასეთი კალიბრის გუნდის ინტერესი სასიამოვნოა, მაგრამ ეს არ იყო თავსებადი წინადადება ორივე მხარისთვის. იგორს სურს პროექტი, რომელშიც ბოლომდე იქნება ჩართული. ის არასოდეს დათანხმდებოდა 7-თვიან კონტრაქტს“, - აღნიშნა სერიჩმა.
შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ „ნაპოლიმ“ რუდი გარსია ვალტერ მაძარით შეცვალა, რომელმაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასე მგონია კაკა შევჩენკოს ბედი ელის ამასაც.