ფეხბურთი

14:13 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კეინი ოქტომბერში „ბაიერნის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პირველად, თავდამსხმელი ჰარი კეინი „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

30 წლის ფეხბურთელმა ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ გამოკითხვაში გულშემატკივართა ხმების 48 პროცენტი დააგროვა, მეორე ადგილზე ლეროი სანეა (20 პროცენტი), მესამეზე - სვენ ულრაიხი (11 პროცენტი).

გასულ თვეში კეინმა 5 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115854