ფეხბურთი

12:16 | 16.11.2023 | ნანახია 279 - ჯერ

გარი ნევილი: "არსენალს“ შეუძლია მოიგოს პრემიერლიგის ტიტული“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ახლა კი Sky Sports-ის ექსპერტი, გარი ნევილი, მიიჩნევს, რომ ლონდონის „არსენალს“ შეუძლია ამ სეზონში პრემიერლიგის ტიტულის მოგება.

„ვფიქრობ, „არსენალს“ შეუძლია პრემიერლიგის მოგება. მიუხედავად არც თუ ისე კარგი სტარტისა, ისინი დაუბრუნდებიან იმ ფეხბურთს, როგორიც გასულ სეზონში ვნახეთ. ის, რომ სეზონი ცოტა უარესად დაიწყეს, არანაირად არ მიმაჩნია ცუდად, არც ისე შორს არიან ლიდერისგან. „არსენალში“ მაწუხებს ცენტრფორვარდის პოზიცია: მომწონს გაბრიელ ჟესუსი და ედი ნკეტია, მაგრამ ჩემთვის ისინი მეორე და მესამე ნომრები არიან, მათ პირველი ნომერი სჭირდებათ“, - ციტირებს ნევილის სიტყვებს Liverpool Echo.

ამ სეზონის 12 ტურის შემდეგ, „არსენალი“ ინგლისის პრემიერიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:13 | 19.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

არსენალს შეუძლია იბრძოლოს ბოლომდე, შარშანდელთან შედარებით მეტი გამოცდილებაც აქვთ უკვე

17:26 | 16.11.2023
Ginóbili_20 (129)

არსენალის რა მოგახსენო ბატონო გარი და ლივერპულს ნაღდად შეუძლია რო მოიგოს წელს ბევრად დალაგებულები არიან ვიდრე შარშან. მანეს და ფირმინოს წასვლა კარგად ამოავსეს და წელს ხოდზე არიან და მგონია რო რეალურად შეუძლიათ პრემიერლიგა გამოსტაცონ სიტის.

რეალურად სიტი არაა წელს ის გუნდი თუნდაც რა შარშან იყო, სიღრმე მოაკლდა ძაან, 1-2 კაცი რო დაემტვრეს შემცვლელები აღარ ყავთ იმავე კალიბრის რაც შარშან და წინა წლებში იყო.

14:17 | 16.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ჩვენ როდის მოვიგებთ პრემიერლიგას ეგაა საინტერესო

17:24 | 16.11.2023
Ginóbili_20 (129)

:დ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129756