ფეხბურთი

12:49 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ და „ნიუკასლი“ „ბორუსიის“ ნახევარმცველით დაინტერესდნენ

დორტმუნდის „ბორუსიის" ნახევარმცველმა, იულიან ბრანდტმა, შესაძლოა მომავალ ზამთარს საკლუბო რეგისტრაცია შეიცვალოს - გვამცნობს German Football News.

წყაროს ცნობით, 27 წლის ნახევარმცველის შეძენით ინგლისური კლუბები, „არსენალი“ და „ნიუკასლი“ დაინტერესდნენ. „ბორუსიის“ ხელმძღვანელობა მზადაა შეელიოს თავის ფეხბურთელს, მაგრამ არანაკლებ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ამ სეზონში ბრანდტმა „ბორუსიის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელებშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი დორტმუნდის კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.115001