ფეხბურთი

11:50 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ თავდასხმის გაძლიერებას აპირებს. კანდიდატები ორნი - ოსიმენი და ტონი არიან

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა მომავალ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ცენტრალური შემტევი ზონის გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს - წერს Caught Offside.

წყაროს ცნობით, მთავარი კანდიდატები ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) და აივან ტონი („ბრენტფორდი“)არიან.. პრიორიტეტი ნიგერიელ თავდამსხმელს ენიჭება, ინგლისელი კი მხოლოდ ალტერნატიული ვარიანტია. აღსანიშნავია, რომ „ბრენტფორდის“ ფორვარდის მიმართ ინტერესს „არსენალიც“ იჩენს. ამასთან, „ნაპოლის“ არ სურს ოსიმენთან განშორება მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მაისში ტონი ფეხბურთიდან რვა თვით მიკვეთეს ფეხბურთიდან ფსონების წესების დარღვევის გამო. დისკვალიფიკაცია მას 16 იანვარს ეწურება.

2022/2023 წლების სეზონში ტონიმ „ბრენტფორდის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლეშბიც 21 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.109933