ფეხბურთი

11:19 | 16.11.2023 | ნანახია 404 - ჯერ

ემე ჟაკე: „საფრანგეთის ნაკრებს ძალიან, ძალიან შორს წასვლა შეუძლია“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ემე ჟაკემ, რომელმაც „სამფეროვნები“ პირველად გახადა მსოფლიო ჩემპიონები (1998 წ.), „ლურჯების“ მომავალზე ისაუბრა.

„ჩემი წინამორბედების მუშაობით ვისარგებლე და ლოგიკურია, რომ ხალხი იმ სიკეთეს გამოიყენებს, რაც ფედერაციაში გავაკეთე წლების განმავლობაში. სანამ ეს კავშირი არ გაწყდება, ჩვენ შეგვიძლია ძალიან, ძალიან შორს წავიდეთ და ფრანგული ფეხბურთი ამას აჩვენებს უმაღლეს დონეზე. რასაც დიდიე დეშამი აკეთებს, ჩვენი გოგონების ასეთი წარმატება... ეს არაჩვეულებრივია!” - ციტირებს ჟაკეს სიტყვებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2022 წლის ყატარის მუნდიალზე ფინალში გავიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.119358