10:07 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ შესაძლოა კილიან მბაპესთვის ბრძოლაში ჩაერთოს

„ლივერპული“ შესაძლოა კვლავ ჩაერთოს პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მოსაპოვებლად ბრძოლში - იუწყება AS.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალმა" საბოლოოდ თქვა უარი მბაპეს შეძენაზე.

მბაპეს მიმართ, „ლივერპულის“ გარდა, „ბაიერნიც“ იჩენს ინტერესს, რომელიც მზადაა ივნისის ბოლოს ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინოს.

მბაპე პსჟ-ში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან 2024 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 15 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.109875