საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებს, ჩვენი ახალგაზრდული 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტირს მოედანზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ვასილიოს გორდეზიანის შემდეგ, 21-წლამდელებს თბილისის დინამოს ფორვარდი - ჯადული იობაშვილიც გამოაკლდათ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ, შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.
4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.