„სპეციადან“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი დაითხოვეს. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ალვინის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. ლიგურიელები სერია B-ში 13 ტურის შემდეგ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე არიან.
ალვინი არცთუ ისე ხშირად ენდობოდა ივა გელაშვილს, რომელიც მიმდინარე სეზონში სულ რაღაც სამ მატჩში ათამაშა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „სპეციას“ ახალი მწვრთნელი.