ფეხბურთი

12:32 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე ყაზახურ გუნდს დაუკავშირეს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ყაზახურ „ჟენისს“ დაუკავშირეს.

ყაზახური მედიის ცნობით, „ჟენისი“ ახალ მწვრთნელს ეძებს, კანდიდატებს შორის კი სვანაძეცაა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს. სხვა დეტალები უცნობია.

რამაზ სვანაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, 21-წლამდელები კი 2021 წელს ჩაიბარა და გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა.

სვანაძე ამჟამად გუნდთან ერთად სკოპიეშია, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები წლის ბოლო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117475