ფეხბურთი

10:10 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია "ნაპოლის" ფეხბურთელებს: "რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი ბრალია"

რუდი გარსია „ნაპოლიდან“ გაათავისუფლეს, იტალიურმა მედიამ კი გამოაქვეყნა მისი სიტყვები, რომელიც მან ფეხბურთელებს „ემპოლისთან“ მატჩის (0:1) შემდეგ უთხრა.

„ბიჭებო, თქვენი ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი ბრალია ეს მარცხი და სიტუაცია“, - ციტირებს Tuttomercatoweb-ი გარსიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 8 მოიგეს, 4-ჯერ ფრე ითამაშეს და 4-ჯერ დამარცხდნენ.

„ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

0.115333