ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში 86:79 დაამარცხა.
შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც ბოლონიელებმა 5 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.
თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იფე ლუნდბერგი იყო, რომელმაც 19 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 6 მოგებით და 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს, ათენში, „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შენგელიას კი აქ ხანდახან გამონათებები მაგრამ მსი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია
ცუდია რომ თორნიკემ ამერიკაში ვერ გაიბრწყინა ისე როგორც მსურდა. არადა ძალიან დიდი ტალანტია ეს კაცი