ფეხბურთი

0:14 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაში "ალ-ნასრის" ჩართვას აპირებს

უეფა ჩემპიონთა ლიგაში 2024-2025 წლების სეზონიდან „ალ-ნასრის“ ჩართვას გეგმავს. ინფორმაცია არაბულ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.

როგორც ირკვევა, უეფამ „ალ-ნასრი“ შეარჩია, რადგან ამჟამად მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარული კლუბია. ჯერჯერობით, უცნობია, რა მექანიზმებით და ვის ხარჯზე აპირებს უეფა უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას, რადგან აზიურ კლუბებს უეფას ტურნირებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება. მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება და გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობაც (36-მდე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113653