ფეხბურთი

23:32 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-შოტლანდიას მაკედონიელი არბიტრი იმსაჯებს

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩს ჩრდილომაკედონიელი მსაჯი ალეკსანდარ სტავრევი იმსაჯებს.

46 წლის არბიტრს საქართველოს თამაშზე აქამდე ორჯერ უმუშავია: 2007 წლის 21 ნოემბერს, ლიეტუვასთან თბილისში (0:2) და 2022 წლის 25 მარტს, ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ბოსნიასთან (1:0).

ის 15 წელზე მეტია უეფას კატეგორიის მსაჯია და დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მატჩებზეც მუშაობს. მისი ასისტენტები იქნებიან კუშტრიმ ლიკა და დეიან კოსტადინოვი, მეოთხე მსაჯის როლში კი ივანა პროიკოვსკა იმუშავებს. VAR-ზე უეფამ ხორვატი მსაჯები, ფრან იოვიჩი და ივან ბებეკი დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბერს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე გაიმართება.

0.13169