საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა შოტლანდიასა და ესპანეთთან მატჩებამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მაქსიმუმი უნდა აჩვენონ, რათა განვითარდნენ.
"მოახლოებული თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტად შევთამაშდეთ. ნაკრებში ჩატარებული თითოეული შეხვედრა მნიშვენლოვანია. ჯერ შოტლანდიასთან, შემდეგ კი ესპანეთთან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ განვვითარდეთ, როგორც გუნდი", - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.