ფეხბურთი

21:30 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.

0.118718