ტურინის „იუვენტუსმა“ ნიკოლო ფაჯოლის, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია, ნდობა გამოუცხადა.
„იუვემ“ ფაჯოლის კონტრაქტი 2 წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ნიკოლო ფაჯოლი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი გასული სეზონიდან მოყოლებული თამაშობს და 39 მატჩში 3 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩა, 2021-2022 წლების სეზონი მან იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა.