„ნაპოლიდან“ რუდი გარსია გაუშვეს და ვალტერ მაძარი დანიშნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა „აძურისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ნეაპოლელები იგორ ტუდორს საბოლოოდ მაინც ვერ შეუთანხმდნენ, რის გამოც მაძარის უხმეს.
მაძარის, რომელიც ნაპოლის 2009-2013 წლებში ავარჯიშებდა და ძალიან წარმატებითაც. ნეაპოლიტანურმა კლუბმა ამ პერიოდში ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. მაძარი უმეტესწილად 3-მცველიანი სქემის მიმდევარია.
ვალტერ მაძარი „აჩირეალეს“, „პოსტოიეზეს“, „ლივორნოს“, „რეჯინას“, „სამპდორიას“, „ნაპოლის“, „ინტერის“, „უოტფორდის“, „ტორინოს“ და „კალიარის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც 2022 წელს დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლიში“ წარუმატებლად იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სერია A-ში მეოთხე ადგილზეა 21 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. მაძარის რედებიუტი „ნაპოლიში“ 25 ნოემბერს, „ატალანტასთან“ შედგება.