„ჩელსის“ მცველმა ტიაგუ სილვამ პსჟ-ში თამაშზე ისაუბრა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნება, ისევე როგორც ნეიმარის, მარკინიოსის და ვერატისა, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. მარკინიოსს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დანარჩენებმა კი პარიზული კლუბი დავტოვეთ. ჩვენთვის იქ ყველაფერი დასრულდა.
პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებლად დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. როდესაც „ჩელსიში“ მოვედი, ეს ზეწოლა მოვიშორე. ამიტომაც მოვიგე აქ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ისეთი პასუხისმგებლობა აღარ მქონდა, როგორც პსჟ-ში. თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობდი“, - ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Le Parisian.
39 წლის ტიაგო სილვა არის 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსისთან“ ერთად, საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი პსჟ-სთან ერთად.
2023/24 წლების პრემიერლიგაში ბრაზილიელმა 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.