თბილისის საკრებულოში ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში თუკი ვინმეს სპორტულ ჟურნალისტიკასთან გარკვეული შეხება მაინც ჰქონია, ბადრი კეთილაძის სახელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველამ იცის. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე მის მიერ გადაღებული ფოტოები პრაქტიკულად ყოველთვის იწვევდა აღფრთოვანებას და უამრავი (დიახ, უამრავი და არა, დავუშვათ რამდენიმე ათეული) მისი ფოტო განსაკუთრებულ მოწონებას და მსჯელობას იმსახურებდა.
ძალიან დასანანია, რომ სრულიად განსაკუთრებული ხედვის მქონე ბადრის დიდ საერთაშორისო სპორტულ ფორუმებზე მუშაობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება არ მიეცა. ადვილი წარმოსადგენია, რა საოცარ ფოტოებს გვაჩუქებდა ოლიმპიადებიდან თუ მსოფლიო ჩემპიონატებიდან.
სასწაული ფოტოების გარდა, ბადრის განსაკუთრებულმა ნიჭმა კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი და დიდი შედეგი მოგვცა - მის მიერ დამოძღვრილი, დაკვალიანებული და დასაქმებული ახალგაზრდა ფოტოგრაფები დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო მასშტაბით აოცებენ ადამიანებს.
სწორედ ამ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან ცნობილმა და გამოცდილმა ფოტოგრაფებმა, ბადრის სხვა, ძალიან ახლობელ კოლეგა-მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ითავეს წიგნის გამოცემისა და პრეზენტაციის ორგანიზება.
წიგნში ასახულია ბადრი კეთილაძის მიერ 1996-2002 წლებში გადაღებული ფოტოების მცირე ნაწილი. ისე კი, ბადრი კეთილაძეს 1992 წლიდან მოყოლებული 2020-იანების დასაწყისის ჩათვლით, უმუშავია შემდეგ გამოცემებში: "ქუთაისი", "ახალი ქუთაისი", "იმერეთის მოამბე", "ბურთი და მოედანი", „სარბიელი“, "მსოფლიო სპორტი“, worldsport.ge, uefa.com. შესაბამისად, მისი შემოქმედება გაცილებით დიდ პერიოდსა და ათიათასობით ფოტოს მოიცავს.
და მთავარი - ბადრის ქალიშვილი მარიამ (ბუბუ) კეთილაძე ასევე სპორტულ ფოტოგრაფიას მისდევს და მისი პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე გადაღებული, მამამისს რომ ძალიან გაახარებდა, სწორედ ისეთი ფოტოების ავტორიცაა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასოლს როგორ აგინებდა სასტავი და საუკეტესო ცენტრი დადგა ლიგაში. ზიბო ხო იმენა გიჯია მაგარი ბურტები ჩააგდო
აი მემფისის მოგება გუშინ როგორ მეჯერა იმენა დარწმუნებული ვიყავი
)
საღოლ დათვები :***
ეს "ამის გასვლა ჯობია" რა ფენომენია ვერ გავიგე, თუ ჯობია და აქ ერთი ადგილი, გაანძრიოს და მოიგოს, ვინ დააყვედრის? ლეიკერსის გასვლაც ხო ჯობდა პლეიოფში და წაასხეს მშრალზე, რითი ჯობდა იუტას გასვლას, ის უფრო 0-4 წააგებდა?
ეჰ როგორ მინდოდა დენვერის ასვლა ,მაგრამ 99% ით მჯერა რო სტეიტი გადაიხევს . ოკლაც გავა და ჩიკაგოც გაიფორმებს ბაზ არაა.
არადა კლიპერსის გასვლა ჯობია მემფისის გასვლას მაგრამ მემგონი უფრო გრიზლებს ვიხილავთ შემდეგ ეტაპზე
დარწმუნებული იყავით რო მემფისი უვესტბროკო ოკლაჰომას გააგდებს
ესეც თქვენი ყ ლ ი პერსი)))))))))))
დელნეგრო ვერ უქაჩავს სასტავს )))
პოლი ისედაც იგროკია და ეგ ყუმარობს ძირითადად )))
კროუფორდიც ნაწილობრივ )))
გრიფინი დაცვაში არ ვარგა არაფრად )))) დეანდრეს არაუშავს მარა რათ გინდა ალეუპის გარდა არაფერი არ იცის )))) პოლს მაგისთვის ნამდვილად არ ცალია )))
გრიფინი შემდეგ თამაშში არ იქნება და
1 მაღალს დავაყენებდი დეანდრეს)) გავრისკავდი )))))
მძიმეზე ოდომს , გარდად პოლს და ბილაპს )))პერომეტრიდან თუ წაუვიდად სროლა ეგ არი და ეგ)))
სხვა შანსი არააა )))
რა აზრი აქვს ძმა გრიფინის ყოფნას ზაკი არ ახარებს მაინც
))) კონლის და გასოლს ვერაფერს უშვრებიან, პრინსი კაი ფორმაშია და კლიპერსიდან მარტო პოლი ვერაფერს იზამს.......
საღოლ მემფისი გასვლაზე მოგებას არ ველოდი სახლში მოიგებენ და გავლენ, დენვერმა არამგონია გასვლა მოიგოს
ერთსაც მოუგებენ კლიპერსს და გაუშვებენ სახლში. გუშინდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მეტად ადვილი შEსაძლებელი ჩანს ეს. არადა ვინ იფიქრებდა
ყოჩაღ მემფისი! არ მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ.