ფეხბურთი

16:45 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: „ზაირ-ემერი არის პოგბასა და კანტეს ნაზავი“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პსჟ-ის 17 წლის ნახევარმცველის, უორენ ზაირ-ემერის სათამაშო თვისებები გამოარჩია, რომელიც პირველად გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში.

„მას აქვს პოლ პოგბას ფიზიკური ძალა, ამავე დროს მას აქვს რაღაც საერთო ნ'გოლო კანტესთან, ბურთების მოგების უნარის თვალსაზრისით. ზაირ-ემერი არის ამ ორის ნაზავი, 2018 წლის ორი მსოფლიო ჩემპიონის კომბინაცია.

მას აქვს უნარი უჯარიმოდ მოიგოს ორთაბრძოლები. მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. მასში ასევე არის რაღაც პატრიკ ვიეირასგანაც“, - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Footmercato. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-სთან ერთად 17 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.121288