ფეხბურთი

15:24 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეშამს ენრიკეს მბაპესადმი მიდგომა არ მოეწონა

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, არ დაეთანხმა პსჟ-ის დამრიგებლის, ლუის ენრიკეს მიდგომას, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა პარიზული კლუბის თავდამსხმელი კილიან მბაპე „რეიმსთან“ ბოლო მატჩის შემდეგ (3:0), რომელშიც ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„არ ვამბობ, რომ ენრიკეს ნათქვამი არასწორია კომუნიკაციისა და მართვის თვალსაზრისით. უბრალოდ სხვაგვარად მოვიქცეოდი. ასეთი რამ ხდება. ყველა ისე აკეთებს, როგორც თვლის საჭიროდ.

ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რას ველოდები მათგან. თუ ვსაუბრობთ მედიის საშუალებით ფეხბურთელებთან ურთიერთობაზე, მაშინ, ყველა ისე იქცევა, როგორც ამ მომენტში სწორად მიაჩნია“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს Footmercato.

შეგახსენებთ, „რეიმსთან“ მატჩის შემდეგ ენრიკემ თქვა: „დღეს არ ვარ კმაყოფილი კილიან მბაპეთი. გოლებზე არაფერი მაქვს სათქმელი. მაგრამ მას სხვა გზებითაც შეუძლია გუნდის დახმარება. კილიანი მსოფლიო დონის მოთამაშეა და ჩვენ მისგან მეტს ველით. ამის შესახებ პირადად დაველაპარაკები.“

0.115602