ფეხბურთი

0:51 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დუბლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ველეზ მოსტარმა“ „ჟრინსკი“ 3:0 დაამარცხა, მოედანზე საუკეთესო კი გიორგი გულიაშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორე ნახევარში 53-ე და 79-ე წუთებზე მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

22 წლის გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

„ველეზ მოსტარი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, „შიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდება.

0.129468