ფეხბურთი

0:10 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "მოსაწყენი ფეხბურთით შეიძლება "ემპოლისთანაც" წააგო"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ემპოლისთან“ მარცხზე (0:1) იტალიურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს და წაგება დაიმსახურეს.

„შეიძლება „ემპოლისთან“ წააგო თუ ისე მოსაწყენ და არასათანადო ფეხბურთს ითამაშებ, როგორიც ჩვენ ვითამაშეთ, მაგრამ ფეხბურთის მშვენიერებაც ამაშია“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება.

0.11191