ფეხბურთი

12:10 | 14.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელად მარსელინო დაინიშნა

„ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელად მარსელინო ტორალი დაინიშნა. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

58 წლის სპეციალისტი ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე წავიდა. მას „ვილიარეალში“ 2013-2016 წლებში აქვს ნამუშევარი, შესაბამისად, კლუბს კარგად იცნობს.

მარსელინოს კარიერაში ასევე იყო ხიხონის „სპორტინგი“, „რასინგი“, „რეკრეატივო“, „სარაგოსა“, „სევილია“, „ვალენსია“ და „ბილბაო“.

„ვილიარეალმა“, რომელიც ლა ლიგაში 13 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-14 ადგილზეა, მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი უკვე შეიცვალა. მანამდე გუნდიდან კიკე სეტიენი და პაჩეტა დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137185