საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო.
13 ნოემბერს, გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე გუნდს 14 ნოემბერს შეუერთდებიან. ტრავმის გამო, შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00 საათი), ხოლო სამ დღის შემდეგ ვალიადოლიდში, ესპანეთს ესტუმრება (23:45), რითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 ქულა აქვს მოპოვებული.