სხვა

11:42 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 7 გოლი გერმანიის ბუნდესლიგაში

ძალიან კარგ ფორმაშია საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ცხოვრებაძემ, რომელიც „გუმერსბახის“ ღირსებას იცავს, მე-12 ტურში 7 გოლი გაიტანა „მელსუნგენის“ კარში. გიორგის ლიდერობით „გუმერსბახმა“ 37:31 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა.

ქართველი ხელხბურთელის გუნდი გერმანიის ბუნდესლიგაში 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.

0.12301