სხვა

15:07 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანია ევროპის სპორტსმენთა მე-7 ფორუმს და გენერალურ ასამბლეას დაესწრო

5-7 ნოემბერს იტალიის დედაქალაქმა რომმა უმასპინძლა ევროპის სპორტსმენთა მე-7 ფორუმს და გენერალურ ასამბლეას, რომელიც ჩატარდა იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (CONI) შტაბ-ბინაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების სპორტსმენთა კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის - სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და გენერალური მდივანი რაფაელ პანიოცი, ასევე იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო.

ფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა პრეზენტაციები, ჯგუფური დისკუსიები და სემინარები.

EOC-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარემ გერდ კანტერმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარემ ემა ტერჰომ, წარმოადგინეს დეტალური მოხსენებები ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.

ასამბლეაზე აირჩიეს ევროპის სპორტსმენთა კომისიის ახალი თავჯდომარე და ოთხი ახალი წევრი. ევროპის სპორტსმენთა კომისიას ბრიტანელი ტრიატლონისტი ალისტერ ბრაუნლი უხელმძღვანელებს.

EOC-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა მადლობა გადაუხადა ყოფილ თავმჯდომარეს გერდ კანტერს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, აღნიშნა მისი განსაკუთრებული ღვაწლი სპორტსმენთა კომისიის მუშაობაში, ახალ თავჯდომარეს კი წარმატებები უსურვა.

GEONOC.ORG.GE

0.119692