ფეხბურთი

22:42 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოუ "სტემფორდ ბრიჯზე"

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის, განსაკუთრებული გამოდგა.

გუნდებმა გულშემატკივარს საოცარი სანახაობა შესთავაზეს და ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს...

თავიდან „სიტი“ დაწინაურდა ერლინგ ჰოლანდის გოლით, მაგრამ მალევე ტიაგო სილვამ და რაჰიმ სტერლინგმა წინ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გაიყვანეს. „ჩელსიმ“ ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან მანუელ აკანჯიმ გაათანაბრა.

მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა - გუნდებმა ისევ შესანიშნავი თამაში აჩვენეს. პეპ გვარდიოლას გუნდი უფრო ახლოს იყო მოგებასთან, რადგან ჰოლანდის და როდრის გოლებით ორჯერ შეძლო დაწინაურება, მაგრამ ნიკოლას ჯექსონმა და კოულ პალმერიმ „არისტოკრატებს“ ქულა გადაურჩინეს. გადამწყვეტი იყო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პალმერის გოლი, რომელმაც ყოფილ გუნდს გაუტანა.

ამრიგად, ფრე 4:4. „მანჩესტერ სიტი“ 28 ქულით ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ქულით უსწრებს „არსენალსა“ და „ლივერპულს“. მომდევნო ტურში სწორედ იურგენ კლოპის გუნდს შეხვდება. „ჩელსი“ 16 ქულით მეათე ადგილზეა, წინ კი „ნიუკასლთან“ თამაში აქვს.

„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 4:4 (2:2)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (25, პენ), 1:1 ტიაგო სილვა (29), 2:1 სტერლინგი (37), 2:2 აკანჯი (45), 2:3 ჰოლანდი (47), 3:3 ჯექსონი (67), 3:4 როდრი (86), 4:4 პალმერი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116693