ფეხბურთი

19:42 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ ძირითადში ითამაშა, მაგრამ ისევ ნახევარდაცვაში: "აიაქსმა" ვერ მოიგო

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში „აიაქსმა“ სტუმრად „ალმერე“ ვერ დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი, სადებიუტო მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

თუმცა, ეს ერთადერთი პოზიტივია, რადგან ძირეულად არაფერი შეცვლილა: ქართველი ისევ არ ათამაშეს თავის პოზიციაზე (ფორვარდად) და ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა, შესვენებაზე კი სულაც შეცვალეს.

მეორე ტაიმში „აიაქსმა“ ჯერ გაუშვა, მერე ორი გოლი გაიტანა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე პენალტი გაუშვა და ფრე - 2:2.

გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ 6 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

„აიაქსი“ ერედივიზიონში 12 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, „ვიტესს“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლო პოზიციაზეა.

0.113169