„ნაპოლიმ“ „ემპოლისთან“ წააგო (0:1), რითაც უფრო რთულ ვითარებაში ჩავარდა, ვიდრე აქამდე იყო. ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ 54-ე წუთიდან მიეცა.
ქართველს ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
Eurosport 6.5 ქულა: „შემოდის და „ნაპოლი“ მაშინვე სახიფათო ხდება. მხოლოდ დიდებულმა ბერიშამ წაართვა გოლი. რა თქმა უნდა, მას თავიდანვე უნდა ეთამაშა“.
Calciomercato 5.5 ქულა: „როცა ის მოედანზე გავიდა, რაღაც უფრო მეტი ხდებოდა, არაფრისგან 2-3 მომენტი შექმნა, მაგრამ 89-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა“.
Tuttonapoli 6 ქულა: „შედის და ცდილობს თავისი მოქმედებებით მეტოქის დაცვა შეარყიოს. ბერიშამ მის წინააღმდეგ სასწაული ჩაიდინა“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „40 წუთში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მისმა ყველა თანაგუნდელმა ერთად. მხოლოდ ბერიშას სასწაულმა შეუშალა ხელი გოლის გატანაში. ერთადერთი კითხვაა: რატომ არ ითამაშა ძირითადი შემადგენლობიდან?“
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.