ფეხბურთი

18:57 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიდან" რუდი გარსიას გათავისუფლება ემუქრება

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია შესაძლოა გაათავისუფლონ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბი ამ საკითხს განიხილავს.

აურელიო დე ლაურენტისმა გოლის გაშვებისთანავე სტადიონი დატოვა, ისე, რომ მატჩის დასრულებას არც დაელოდა. გარსიას პოზიცია კლუბში აქამდეც შერყეული იყო, აუტსაიდერ „ემპოლისთან“ წაგებით კი, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

ნიშანდობლივია, რომ კლუბმა „ემპოლისთან“ წაგების შემდეგ მედიასთან კომუნიკაცია დროებით შეწყვიტა. შესაბამისად, ფრანგ სპეციალისტს მატჩზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იტალიური მედია წერს, რომ გარსიას შემცვლელთა შორის ფაბიო კანავარო, ვალტერ მაძარი და იგორ ტუდორი არიან. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. წინ სანაკრებო პაუზაა, რამაც შესაძლოა, დე ლაურენტისს გადაწყვეტილებას მიღება გაუადვილოს, რადგან მის გუნდს ორი კვირა თამაში არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, საკუთარ მოედანზე კი, ბოლო 5 მატჩი ვერ მოიგო (2 ფრე, 3 წაგება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114448