იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „მონცამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
ანგარიში სტუმართა სერბმა ივან ილიჩმა გახსნა 55-ე წუთზე. ათ წუთში კი მასპინძელმა ანდრეა კოლპანიმ გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი ასე დასრულდა.
ჩვენი საბა საზონოვი კვლავ სათადარიგო გახლდათ.
„ტორინო“ 12 მატჩის შემდეგ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. 17-ქულიანი „მონცა“ კი - მეცხრეზე.