სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:23 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ს ტიტული და ორმაგი დუბლი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრევიზო“ 91:77 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლონიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ბოლო პერიოდი 11 ქულით რომ არ წაეგოთ, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდნენ.

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. თორნიკე მატჩის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა.

მატჩის დაწყებამდე შენგელიას სერია A-ს ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

„ვირტუს ბოლონია“ 6 მოგებით და 1 წაგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, „ბრეშას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120748