ფეხბურთი

22:05 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ „რეიმსთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „რეიმსს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სამივე ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა - მე-3, 59-ე და 82-ე წუთებზე.

ახლა კილიანს შინაურ ჩემპიონატში 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. მისმა უშუალო მდევარმა, „მონპელიეს“ შემტევმა აკორ ადამსმა, 7 გოლი გაიტანა.

პსჟ კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგა 1-ის ცხრილს, თუმცა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „ნიცას,“ რომელიც პარასკევს „მონპელიეს“ უგოლოდ დაუზავდა.

0.112237