ფეხბურთი

20:42 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ისევ კეინის დუბლი

გერმანიის ბუნდესლიგაში რამდენიმე მატჩი დასრულდა. „ბაიერნმა“ შინ „ჰაიდენჰაიმს“ 4:2 მოუგო და კვლავ გალიდერდა, თუმცა მისი უშუალო კონკურენტი, „ლევერკუზენი,“ ტურის მატჩს კვირას გამართავს ბერლინის „უნიონთან“ და შესაძლოა, პირველობა დაიბრუნოს.

მიუნხენელთაგან კვლავ გამოირჩა ჰარი კეინი. ამჯერად ინგლისელმა დუბლი შეასრულა და ბავარიულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ჯამში 16 შეხვედრაში 21 გატანილი ბურთი და 7 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

თითოც ბაიერნელთაგან რაფაელ გერეირუმ და ერიკ შუპო-მოტინგმა გაიტანეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-11 ტური. 11 ნოემბერი: ბაიერნი - ჰაიდენჰაიმი 4:2, აუგსბურგი - ჰოფენჰაიმი 1:1, შტუტგარტი - დორტმუნდი 2:1, დარმშტადტი -მაინცი 0:0, ბოხუმი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12285