ფეხბურთი

20:09 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ლეჩეს“ ვერ მოუგო

იტალიური სერის A-ს შაბათის სათამაშო დღის ადრეულ მატჩში „მილანი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და ფერდ - 2:2 ეთამაშა.

ნახევარი საათის თავზე სტუმრები 0:2 იგებდნენ. გოლები ოლივიე ჟირუმ (28-ე წთ) და ტიჯანი რეინდერსმა (35-ე წთ) მიითვალეს. მაგრამ მასპინძლება მეორე ტაიმში იყოჩაღეს, ოთხი წუთის ინტერვალში მაიკ მენიანს ორჯერ გაუტანეს (ნიკოლა სანსონე 66-ე წთ, ლამეკ ბანდა 70-ე წთ) და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.

12 მატჩის შემდეგ „მილანი“ 23 ქულით მესამე ადგილზეა. 14-ქულიანი „ლეჩე“ კი მეცამეტეზე.

თეგებიმილანილეჩე
0.117257