ფეხბურთი

19:38 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემი მამარდაშვილს ვერ დაუპირისპირდება

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, მხრის ტრავმის გამო ორი კვირის გაცდენა ემუქრება, რაც დღეს, 11 ნოემბერს გახდა ცნობილი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი არანხა როდრიგესი.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა“ უკვე შეატყობინა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ფეხბურთელის ტრავმის შესახებ, რის გამოც მან, შესაძლოა ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მომავალი საკვალიფიკაციო შეხვედრებიც გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს ინგლისის ნაკრები მალტას შეხვდება, 21-ში კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

დღეს, 11 ნოემბერს, ესპანური პრიმერას მე-13 ტურში „რეალი“ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.117889