სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 36-ე ტურში „გვანჯუ“ სტუმრად „ტეგუს“ დაუპირისპირდა და დაუზავდა (1:1), ბექა მიქელთაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე 58-ე წუთამდე იყო, ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა და „გვანჯუ“ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს.
მიქელთაძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ მეათე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
„გვანჯუ“ 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, „ჯეონბოკს“ ესტუმრება.