ფეხბურთი

22:59 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის ლუჩანო სპალეტიმ 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

სპალეტის რჩეულთა შორის არიან ანდრეა კამბიაზო და ანდრეა კოლპანი, რომლებიც „სკუადრა აძურას“ დებიუტანტები არიან. გარდა ამისა, ლუჩანოს მუშაობის პერიოდში ნაკრებში პირველად გამოიძახეს ჟორჟინიო, დავიდე კალაბრია, რაფაელ ტოლოი და ალენსადრო ბონჯორნო.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), დავიდე კალაბრია (მილანი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), ანდრეა კოლპანი (მონცა), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), მოიზე კინი (იუვენტუსი), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზეა და 17 ნოემბერს რომში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 20 ნოემბერს, სტუმრად ლევერკუზენში უკრაინას დაუპირისპირდება. სპალეტის გუნდს უკრაინასთან ფრეც ეყოფა, თუ მანამდე მაკედონიას მოუგებს, ხოლო მაკედონიელებთან წარუმატებლობის ან ფრის შემთხვევაში, უკრაინასთან მხოლოდ მოგება დასჭირდება.

0.112565