ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა მაიკ ვერვეიმ „ბრაიტონთან“ „აიაქსის“ ფეხბურთელების თამაში შეაფასა და მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მოედანზე მხოლოდ 12 წუთის განმავლობაში იყო.
„იმედიანი იყო გიორგი მიქაუტაძის ხანმოკლე გამოჩენაც, რომელმაც ბურთთან პირველივე შეხებით იშვიათად ნანახი და ღრმა პასი გააკეთა“, - თქვა ვერვეიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ 5 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა თავი შედეგიანი მოქმედებით არ გამოუჩენია.