ფეხბურთი

21:00 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "შუქურას" აჯობა და შანსი ჯერ კიდევ შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დინამო თბილისმა“ აუტსაიდერი „შუქურა“ 4:2 დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, მართალია ძალიან მცირე, მაგრამ მაინც.

საწყის 10 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მაგრამ პირველ ტაიმში ანდრეს კარასკოს გუნდმა უსმანე კამარას და საბა ხვადაგიანის გოლებით დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ტაიმის სტარტზე „შუქურამ“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბოლო წუთზე ზორან მარუშიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო თბილისმა“ 64 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ კონკურენტს ერთით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, პოტენციურად სხვაობა 9 ქულაა, წინ კი მხოლოდ სამი ტურია. „შუქურა“ დიდი ხანია ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

„დინამო თბილისი“ – „შუქურა“ 4:2 (3:1)

გოლები: 1:0 სხირტლაძე (4), 1:1 გოგოლაშვილი (10), 2:1 კამარა (27), 3:1 ხვადაგიანი (45), 3:2 აფხაზავა (52), 4:2 მარუშიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117623