ფეხბურთი

16:35 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

33-ე ტური "დილას" გამარჯვებით გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტური „სამტრედია“ – „დილას“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ონორე გომისმა გორელები დააწინაურა, მერე ალეკსანდრ მიშოვმა წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 73-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა სტუმრები მეორედ გაიყვანა წინ და ეს გამარჯვების გოლიც გამოდგა.

გორის „დილამ“ 54 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, წინ კი „გაგრასთან“ მატჩი ელოდება. „სამტრედია“ 30 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „შუქურას“ შეხვდება.

„სამტრედია“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 გომისი (15), 1:1 მიშოვი (42), 1:2 კოვტალიუკი (73)

0.114422