ფეხბურთი

15:13 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა კვიპროსსა და საქართველოსთან მატჩებისთვის

ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება. ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადი დღეს დაასახელა.

„ფურია როხაში“ არიან დებიუტანტებიც: ალექს რემირო, ალეიშ გარსია და როდრიგო რიკელმე. დე ლა ფუენტემ არ გამოიძახა ისკო, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ვარაუდობდნენ, რომ ნაკრებში დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სეილია), ინიგო მარტინესი (ბარსელონა), დავიდ გარსია (ოსასუნა), პაუ ტორესი (ასტონ ვილა), რუბენ ლე ნორმანი (სოსიედადი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი), ხოსე გაია (ვალენსია)

ნახევარმცველები: გავი (ბარსელონა), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (სოსიედადი), როდრი (მანჩესტერ სიტი), როდრიგო რიკელმე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (პსჟ), ოიან სანსეტი (ბილბაო), ალეიშ გარსია (ჟირონა)

თავდამსხმელები: ლამინე იამალი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), ალვარო მორატა (ატლეტიკო), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ხოსელუ (რეალი), ნიკო უილიამსი (ბილბაო)

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, შესაბამისად, 16 ნოემბერს, სტუმრად კვიპროსთან და 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, საქართველოსთან მატჩი მისთვის ფორმალური ხასიათისაა.

0.131518